«ახალგორელები შველას ითხოვენ!
დღეს მომწერეს ახალგორიდან, სამწუხაროდ ტექსტი არ დამეკოპირებინა, ეშინიათ ამისიც.
ამიტომ დავწერ შინაარს.
რუსოსებმა წინა კვირაში გააფრთხილეს მოსახლეობა იმის შესახებ, რომ ოკუპანტები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაკეტავდნენ და ვისაც ენდომებოდა, შეეძლო დაეტოვებინა ოკუპირებული ახალგორი.
1500 ადამიანი კვლავ დევნილად იქცა და დატოვა ახალგორი.
ამის შემდეგ დარჩენილ მოსახლეობას შეხვდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი და დაამშვიდა, რომ სგპ(საკონტროლო-გამშვები პუნქტი)
დაიკეტა მხოლოდ სამი დღით.
ქართულმა მოსახლეობამ დაუჯერა და დარჩა ახალგორში.
ეს დაპირება გამოდგა ტყუილი. სგპ დაკეტილია და ოკუპანტები მის გახსნას არ აპირებენ.
არაოფიციალური ვერსიით ახალგორი დაკეტილი იქნება მანამ სანამ ჩორჩანაში ჩვენი საგუშაგო იდგება.(ჩორჩანის შესახებ ახალ ამბებს მალე მოგახსენებთ)
ჩვენი მოქალაქეები პანიკაში არიან და ითხოვენ სასწრაფოდ შველას.
მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას, მას მედიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუს, არასამთავრობო ორგანიზაციებს სასწრაფოდ ჩაერთოთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში!
საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის!»
დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძლა ერთობაშია»