Uncategorizedსხვადასხვა

ახალგაზრდული დებატ — კლუბი 2018

2018 წლის 20 – 30 აგვისტოს პერიოდში სწავლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი „ახალგაზრდული დებატ — კლუბი 2018“. აღნიშნული ინიციატივა 2018 წლის 8 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებულ რვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას.

ახალგაზრდული დებატ-კლუბის პროექტის მიზანია, მათი სამოქალაქო ცნობიერებისა და კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებზე ახალგაზრდების ინტრესის, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავება, რაც გულისხმობს სწრაფი აზროვნებისა და მოკლე დროში გუნდური გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას, სპიკერის როლის მორგებასა და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარების ჩამოყალიბებას.

ახალგაზრდული დებატ — კლუბი 2018 ჩატარდა სამ ეტაპად:

ჯგუფური ეტაპი — ერთმანეთს დაუპირისპირდა 8 გუნდი და გამოვლინდა 4 გამარჯვებული; სადებატო თემა — „აქტიური საარჩევნო უფლება უნდა იყოს დაშვებული 16 წლის ასაკიდან“;

ნახევარფინალი — ერთმანეთს დაუპირისპირდა ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებული 4 გუნდი; სადებატო თემა — „აქტიური საარჩევნო უფლება უნდა იყოს სავალდებულო“;

ფინალი — ერთმანეთს დაუპირისპირდა ნახევარფინალურ ეტაპზე გამარჯვებული 2 გუნდი — ააიპ კარგი მმართველობის ინსტიტუტი და ააიპ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „თანაზიარი“. სადებატო თემა — „არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგი საშუალებაა“.

გამარჯვებული გუნდი გამოავლინა ჟიურიმ, რომელსაც წარმოადგენდნენ: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სწავლების ცენტრის და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამარჯვებულად გამოვლინდა ააიპ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „თანაზიარის“ გუნდი. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სწავლების ცენტრი აგრძელებს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტობრის არჩევნებისთვის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა.

ცესკო

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«დარწმუნებული ვარ შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი და გადაყვები, როგორც მე 8 წლიდან!!!»-ნინი ქარსელაძე

ათონის მთაზე ქართველი ნარკორეალიზატორი მოღვაწეობდა?

Joni Kvaracxelia

ვამაყობთ, რომ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ საქართველოს ისტორიული ძეგლების შენარჩუნების საქმეში-კელი დეგნანი

roma sajaia

დატოვე კომენტარი