საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ათონელზე დღეს შეიკრიბნენ ახალგაზრა აქტივისტები და მოითხოვეს სალომე ზურაბიშვილისგან ახსნა თუ რატომ შეიწყალა მან ახალგაზრდა პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელი.
გუშინ კი ახალგაზრდებმა აქცია-პერფომანსი მოაწყვეს, სადაც მოსახლეობას დაურიგეს ბუკლეტები და მოსაწვევები.
«ჩვენ შეკრებილები ვართ აქ იმიტომ, რომ ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა ერთ-ერთი კრიმინალი, თარაშ მუკბანიანის მკვლელი. თუკი ჩვენ სწორად არ შევაფასეთ მოვლენები, მაშინ ვერც სწორად ვუმკურნალებთ და ამ აქციებსაც არ ექნება აზრი. დღეს ჩვენ გვყავს საქართველოს მტერი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით და თუ ჩვენ გავატარეთ მისი ქმედებები მაშინ მე-20 საუკუნის 20-ანი წლები გაგვიხდება სანატრელი. ყველა ქმედება, რასაც კი ჩვენი ხელისუფლება ჩადის არის პუტინის მიერ ნაკარნახევი,» — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბადრი ნატროშვილი.
საპროტესტო აქცია დღეს 11.30 საათზე დაიწყო და მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
https://www.facebook.com/paqtebi.ge/videos/500881920735792/