აჭარის ტელევიზიამ COVID 19-ის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა, მიზეზი კი გახდა, ის რომ ტელევიზიაში ახალი კორონავირუსი 1 ადამიანს დაუდასტურდა.
“მაუწყებელში შესვლა არის შეჩერებული. მოვიდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, იწყება თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეჩერდეს მაუწყებლობა. ამ წუთებში უკვე ჩართულია პირველი არხი და მოხდება პირველი არხის ტრანსლირება ჩვენს ეთერში, ვიდრე არ იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები,”- უთხრა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა პირველ არხთან.
Loading…
