განცხადება/მიმართვა

“აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისაო”-მამუკა ბახტაძე საგალობლების სკოლებში სწავლებაზე

საქართველოს  პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის დანიშვნას ეხებოდა.

პრემიერმა ნათია თურნავა საზოგადოებას წარუდგინა და  ოფიციალურად დანიშნა ეკონომიკის მინისტრად.

მამუკა ბახტაძემ აგრეთვე ქართული ფოლკლორის და საგალობლების სკოლებში სწავლების ინიციატივაზეც ისაუბრა.

„მე ამ საკითხს ვუდგები სახელმწიფოებრივად და, რა თქმა უნდა, ამავე დროს ემოციური დატვირთვითაც იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ქრისტიანულ ოჯახში და მე მაქვს ჩემი ფასეულობები და ფასეულობათა სისტემა და მე ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრინციპით, ეს პრინციპი თქვა ყველაზე დიდმა ქართველმა ილია ჭავჭავაძემ – აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისაო. ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, თავის ღირებულებებს, ეროვნულ საგანძურს, იმას ვერ იქნება მომავალი. ისევე როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე,“

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე პოპულარიზაციაზე და პოლიფონია და საგალობლები, ბუნებრივია, ამის ნაწილია. რა თქმა უნდა, აქ ჩემი აზრით, შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი – ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესში. მინდა გითხრათ, რომ უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-მდე ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს და კიდევ 6-ის გახსნას ვაპირებთ. დიახ, ეს იყო ჩვენი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ,“ – განაცხადა მამუკა  ბახტაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

გაეროს გენმდივნის განცხადება ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებით

“არ იცი რითი სუნთქავს საქართველო და შენ გინდა პრეზიდენტობა”- პაატა ბურჭულაძე

Joni Kvaracxelia

თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეს ჰომოფობიური განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებს!!!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი