აშშ-ში ტორნადოს 9 ადამიანი ემსხვერპლა

0
61

9 ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს ამერიკის შეერთებულ შტატებში — დაღუპულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთი შტატები: ალაბამა და ჯორჯია დააზარალა. დაზიანებულია სახლები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, ელექტროგადამცემი ხაზები. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ