ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში საპროტესტო აქციის დროს ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა პოლიციელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეჭვმიტანილთა დაკავების მიზნით, დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ ქიმიური ნივთიერებები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
Loading…