covid-19მსოფლიოში

აშშ-ში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი ჩვილის გარდაცვალება

აშშ-ს შტატ ილინოისის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ჩიკაგოში კორონავირუსით დაავადებული ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ის არ იყო ერთი წლისაც კი.

ილინოისის ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნგოზი ეზიკე დაჰპირდა საფუძვლიან გამოძიებას და განაცხადა, რომ მანამდე მცირეწლოვანი ბავშვები არ იყვნენ კორონავირუსის მსხვერპლნი. ”მსურს ყველამ სერიოზულად მიიღოს COVID-19. თუ თქვენ აქამდე არ აქცევდით ყურადღებას (პრობლემას), ალბათ ეს ფაქტი გამოგაღვიძებთ, ”- თქვა ეზიკემ.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით: 124.665. გარდაიცვალა 2191 ადამიანი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თურქეთში კორონავირუსის გამო ზომები მკაცრდება

Joni Kvaracxelia

აშშ ერაყში სამხედრო კონტიგენტს ამცირებს

ბელორუსმა ლატვიის ელჩი და დიპპერსონალი ქვეყნიდან გააძევა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი