ომი უკრაინაში

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს აშშ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემები შევა, ისეთები, როგორიცაა Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ასევე Stinger-ის რაკეტებით აღჭურვილი Avenger-ის სისტემები”, — აღნიშნა სალივანმა.

მან დააკონკრეტა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეავსებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას უკვე გადასცეს აშშ-ის მოკავშირეებმა.

“წინა კვირას, როდესაც კიევში ვიყავი, საშუალება მქონდა უშუალოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის გუნდთან განმეხილა კონკრეტულად, რა სჭირდება უკრაინას ბრძოლის ველზე უფრო ძლიერი პოზიციის მოსაპოვებლად. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უკრაინისთვის კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული დრონების გამოყენების ფონზე”, — აღნიშნა სალივანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

პენტაგონმა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების სრული სია გამოაქვეყნა

ბოროდიანკაში ვითარება კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ბუჩაში — ვენედიქტოვა

კრემლმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მხარეების დამოუკიდებლობა აღიარა

დატოვე კომენტარი