ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
წერილში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
«აღიარებული გვაქვს დასავლური ორიენტაციისკენ საქართველოს სუვერენული ერის უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდამ ემახსოვრება საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და ავღანეთში ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. ასეთი მყარი საფუძვლის პირობებში, ველი აშშ-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას მომდევნო წლებში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო ინტერესებისკენ. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით», — აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.