აშშ-ის კონგრესმა ტრამპის ვეტოს დაძლევით მიიღო თავდაცვის ბიუჯეტი

0
396
U.S. President Donald Trump concludes remarks to members of the U.S. military at Yokota Air Base, Japan November 5, 2017. REUTERS/Jonathan Ernst - RC16CE51E540

აშშ-ს კონგრესმა გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვეტო ქვეყნის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტზე.
იმისათვის, რომ დაძლეულიყო პრეზიდენტ ტრამპის ვეტო და მოეღო თავდაცვის ბიუჯეტი, სენატი 1 იანვარს შეიკრიბა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო წარმომადგენელთა პალატამ. გაუქმებას მხარი დაუჭირა ოთხმოცდაერთმა სენატორმა, ხოლო 13 კი წინააღმდეგი იყო. ბიუჯეტის მისაღებად საჭირო იყო კონგრესის ზედა და ქვედა პალატების კანონმდებლების ხმების ორი მესამედი.

დებატების დაწყებამდე, სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ იგი მტკიცედ იყო განწობილი და ყველაფერს გააკეთებდა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი დამტკიცებულიყო.

”ეს არის ის, რაც სენატმა უნდა გააკეთოს თავდაცვის ბიუჯეტის ყოველწლიური კანონპროექტის მისაღებად, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი მამაცი ქალებისა და კაცების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებმაც ნებაყოფლობით ჩაიცვეს სამხედრო ფორმები. ჩვენ ეს 59 წლის განმავლობაში ტრადიციად ჩამოვაყალიბეთ და ახლა რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მივიღებთ ამ მე -60 წლიურ კანონპროექტს. ეს კანონი მიიღება მანამდე, სანამ კვირას დასრულდება კონგრესის მუშაობა, ”- განაცხადა მიჩ მაკონელმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ