აშშ- ს კონგრესმა სახელმწიფო მდივანს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე დაკვირვებას ავალებს

0
138

აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით 125 ის წინააღმდეგ შესწორება შეიტანა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) H.R. 6395), რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების და საარჩევნო რეფორმის განხორციელების მონიტორინგს ითვალისწინებს.

კონგრესის დავალებით, სახელმწიფო მდივანმა შესაბამის კომიტეტებს უნდა მოახსენოს, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მედიის თავისუფლების ხელშესაწყობად და პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დასაცავად.

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს მიმართ მსგავსი ჩანაწერი ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში პირველად გაჩნდა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ