პოლიტიკა

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ლელოს წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კრის კუნსმა თქვა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიასა და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების განვითარებას.

«ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას. დემოკრატია მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და [ქვეყნის] განვითარება. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგამად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ვაფასებთ რომ დრო დაგვითმეთ და ვაფასებთ მედიის თავისუფლებას». – თქვა სენატორმა კუნსმა.

კონგრესმენმა დევიდ სისილინმა აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი.

Loading…

მსგავსი პოსტები

კულტურის მინისტრი ოსტატების რეესტრს ქმნის

დღეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის საქართველოში

ისრაელის ელჩი რან გიდორი მშვიდობის კათედრალში ყურბან ბაირამის დღესასწაულს დაესწრო

დატოვე კომენტარი