«ლელოს» ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პენტაგონის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აშშ საქართელოში სამხედრო წვრთნებს შეაჩერებს, გამოეხმაურა.
აშშ-ს გადაწყვეტილება არის იძულებითი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების გამო აშშ-ს მიმართ, იმ განცხადებების გამო, რომელიც გააკეთა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა დაადაშანაულა იმის ნაცვლად, რომ დაადანაშაულოს რეალური აგრესორი. ამიტომ, ცხადია, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აშშ იძულებულია გადადგას ისეთი ნაბიჯები, როგორიც მაგალითად, გამოიხატა ამ პროგრამის შეჩერებაში, — ამბოლბს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, აშშ-ი განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც თავად აცხადებენ, ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც «ქართული ოცნება» სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.