პოლიტიკა

აშშ საქართველოს 132 მილიონი დოლარით დაეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სენატის აპროპრიაციის კომიტეტმა გაასაჯაროვა აშშ-ის მთავარი საბიუჯეტო კანონის – 2022 ფისკალური წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული – 132 მილიონ დოლარზე მეტია.

«გარდა ამისა, შენარჩუნებულია საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული – 132 მილიონ დოლარზე მეტი (132, 025 000), რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ, მზაობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კანონპროექტი 2017 წლიდან მოიცავს ცალკე ფორმულირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები»- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

კრემლმა არ განმარტა, თუ რატომ არ მიულოცა პუტინმა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს ახალი წელი

«პარლამენტში შესვლა არის ჩმორობა და ჩმორების მოგებული ომი არავის უნახავს»-ელისო კილაძე ხვიჩიას (ვიდეო)

roma sajaia

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დაიწყო მოლაპარაკებების III რაუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის

დატოვე კომენტარი