აშშ მოუწოდებს რუსეთს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია

0
161

 

აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში წერია:

„თითქმის 10 წლის განმავლობაში, რუსეთი ცდილობს შექმნას ალტერნატიული რეალობა. მაშინ, როცა საქართველო ეძებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის შესაძლებლობას, რუსეთი მიმართავს ორ ფიქტიურ „ქვეყანასთან“ ურთიერთობის ხრიკს, რათა განახორციელოს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს რეგიონების კონტროლი და ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ეუთოს მუდმივი საბჭოსა და სხვა ფორმატების გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და გამოვააშკარაოთ რუსეთის მცდელობები, დაამახინჯოს სიმართლე და შეცვალოს ისტორია. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავის ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და შეცვალოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოჩვენებითი აღიარება. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ