აშშ-მა 8 ბელარუს მაღალჩინოსანს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო, მკაცრი სანქციები დაუწესა

0
179

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 8 ბელარუს მაღალჩინოსანს, აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო, მკაცრი სანქციები დაუწესა.

შტატების ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ხელისუფლებამ ძალადობითა და შევიწროვებით უპასუხა.

აშშ-ის სანქციები ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილესაც შეეხო.

სანქციების დაწესებისას შტატებმა  გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასა და ევროკავშირთან ითანამშრომლა.

შეგახსენებთ 30 სექტემბერს ბრიტანეთმა და კანადამ საერთო ხელშეკრულების საფუძველზე ალექსანდ ლუკაშენკოს, მის შვილსა და ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებს ანგარიშები გაუყინეს.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ