მსოფლიოშისამხედრო

აშშ-მა ქაბულიდან სამხედრო პერსონალის გაყვანის პროცესი დაიწყო

აშშ-მა ქაბულიდან სამხედრო პერსონალის გაყვანის პროცესი დაიწყო.
პენტაგონის განცხადებით, მოქალაქეების და მშვიდობიანი მოსახლეობის ორკვირიანი საევაკუაციო პროცესის შემდეგ, აშშ ქაბულის აეროპორტში განთავსებული სამხედროების გაყვანის პროცესს იწყებს. ამჟამად ქაბულის აეროპორტში ოთხი ათასზე ნაკლები სამხედროა დარჩენილი.
გარდა ამისა, პენტაგონის თქმით, გასულ ღამეს დრონებით განხორციელებული დაბომბვისას, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი წევრი მოკლეს, რომლებიც ქაბულის ტერაქტის ორგანიზებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.
„თალიბანის“ წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰედის განცხადებით, აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ აეროპორტზე კონტროლს ისინი დაამყარებენ და მომავალი მთავრობის ფორმირებას დაიწყებენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ბრიჯიტ მაკრონი თვითიზოლაციაში გადავიდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა ტესტი კორონავირუსზე მეორედაც ჩაიტარა

კორონავირუსის მოქმედებები რუსეთსა და თურქეთში

დატოვე კომენტარი