«ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმარება საქართველოს, რომ საქართველომ შეძლოს სწრაფი რეაგირება ნებისმიერ საფრთხეზე. დღეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსაგან საჩუქრად მიიღო 226 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა. ამერიკის საელჩოს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიცერი და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძესთან ერთად დაესწრნენ აღჭურვილობის გადაცემას, სწავლების სიმულაციას და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული CBRN) დანაყოფის რეაგირების შესაძლებლობების განხილვას.»-აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
Loading…