აშშ-მა რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა

0
84

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში განხორციელებული კიბერთავდასხმებისა და მავნე პროგრამების გავრცელების გამო, რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა.

საუბარია ჰაკერებზე, რომელთა ავტორობითაც შეიქმნა ისეთი გამანადგურებელი პროგრამები, როგორებიც არის „ნოთპეტია“ , „ოლიმპიკდისთროიერ მალვეარი“ და „ქილდისკი“.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმის სამიზნეს საქართველოს პარლამენტი, წამყვანი ქართული მედიასაშუალება, ასევე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2020 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლა, ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ვებგვერდი წარმოადგენდა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ