სამხედრო

აშშ-მა ევროპაში 6 სამხედრო თვითმფრინავი, «ბი 52» ტიპის ბომბდამშენები გაგზავნა(ვიდეო)

არსებული ინფორმაციით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაში «ბი 52» ტიპის ექვსი სამხედრო თვითმფრინავი ბომბდამშენები გაგზავნა.

პენტაგონის ინფორმაციით, ბომბდამშენები საწვრთნელ ფრენებს ახორციელებენ ნატოს პარტნიორებთან ერთად. ექსპერტების შეფასებით, «ბი 52» ტიპის თვითმფრინავების ევროპაში განლაგებით, ვაშინგტონმა ძლიერი სიგნალი გაუგზავნა რუსეთს, რომელიც ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავს აღნიშნავს.

მოსკოვი კი ამერიკულ ბომბდამშენს საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, „ბი 52” რუსეთის საზღვარს მიუახლოვდა, რის შემდეგაც ის რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა გააბრუნეს.

რუსთავი 2

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

აშშ-ის არმიის 200 მედესანტე ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე პარაშუტით დაეშვა

ხელოვნური ინტელექტის მქონე იარაღის წარმოებაში შეტანილი ახალი ნორმატივები

აშშ-მა ქაბულიდან სამხედრო პერსონალის გაყვანის პროცესი დაიწყო

დატოვე კომენტარი