აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუს ხალხს მიმართავს

0
137

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუს ხალხს მიმართავს:

«ჩვენ ვიცით, რომ მრავალ თქვენგანს ამ ომში მონაწილეობა არ სურს. თქვენ, ისევე როგორც უკრაინელებს, ამერიკელებს და სხვა ხალხს, სურს იგივე საბაზისო რამ: კარგი სამსახური, სუფთა ჰაერი, წყალი და შანსი, რომ თქვენი შვილები უსაფრთხო სამეზობლოში იზრდებოდნენ. გაგზავნოთ ისინი კარგ სკოლებში, მისცეთ მათ უკეთესი ცხოვრება, ვიდრე თქვენ გქონდათ. როგორ დაგეხმარებათ პრეზიდენტ პუტინის არაფრით პროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ამ ყველაფრის მიღწევაში? როგორ გააუმჯობესებს ეს თქვენს ცხოვრებას?»

«რაც ახლა უკრაინაში ხდება ეს არის პრეზიდენტ პუტინის ომი, ეს არ არის რუსი ხალხის ომი“,- განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ დღითიდღე ცხადი ხდება, რუსი ხალხი ამას ეწინააღმდეგება.»

«ასევე ეწინააღმდეგებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრები, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისთვის აგზავნიდნენ»

შეერთებული შტატები განაგრძობს დიპლომატიურ ძალისხმევას. ჩვენ დიპლომატიისთვის კარს ღიას ვტოვებთ. სამხედრო დეესკალაციის გარეშე ძალიან რთული იქნება»- განაცხადა ბლინკენმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ