განცხადებები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ბრიფინგზე ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი «ერთანი ნაციონალური მოძრაობის» თავჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, განაცხადა, აშშ ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო.

«დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში», — განაცხადა პრაისმა.

მოგვიანებით, მას საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს, რაზეც სპიკერმა განაცხადა:

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ან გაამწვავოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს ვალდებულებები დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, სასამართლო და პროკურატურის სისტემების თავისუფლების უზრუნველყოფით პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ საქართველოსთან მუშაობას განვაგრძობთ, რათა დავუჭიროთ მხარი კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსსპიკერმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ტრადიციების მატარებელი მოქალაქეები გაცილებით ბევრნი ვართ, ვიდრე ეს რუსის ბნელი ადამიანი»-გიორგი ბარამიძე

«15 წელი მიცოცხლა ბიძინა ივანიშვილმა მამა…»

roma sajaia

ჯოზეფ ბორელი — ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები… საქართველო კარგად მუშაობს…

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი