განცხადებებიმსოფლიოში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს

ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა, — ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს. „როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა და გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“, — აღნიშნა მეთიუ მილერმა.

გიგა გიგანი, თამარ ქუთათელაძე

მსგავსი პოსტები

აშშ საქართველოსთვის $500 000 დოლარს გამოყოფს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად

საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე „პასუხისმგებლიანი დიალოგის“ დაწყებისკენ მოუწოდა

გერმანიამ «ჩრდილოეთ ნაკადი-2» საბოლოოდ დამარხა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი