განცხადება/მიმართვამსოფლიოში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და რომ „რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობა შეიძლება არ აღიაროს, ხელი შეუშალოს მათ მიერ რუსეთის დატოვებას და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს“.

„თუ გსურთ რუსეთის დატოვება, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ დამოუკიდებელი ზომები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობებმა რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!-ნინო სუხიშვილი

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მათ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს აგროვებენ

ტაილანდის მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალა

დატოვე კომენტარი