მსოფლიოში

აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ტორნადოებისა და უხვი ნალექის გამო ცხრა ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში ტორნადოებისა და უხვი ნალექის გამო ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მილიონზე მეტი მოქალაქე.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამჟამად შტორმი ჩრდილო-აღმოსავლეთით მიიწევს. უახლოეს დღეებში მიჩიგანსა და ნიუ იორკის შტატებში ძლიერი თოვლია მოსალოდნელი.

ძლიერი შტორმები წლის ამ პერიოდში ამერიკის სამხრეთისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ენიო მორიკონე გარდაიცვალა

ვარშავაში ავტობუსის ხიდიდან გადმოვარდნას მსხვერპლი მოყვა

დატოვე კომენტარი