Guardian-ის ინფორმაციით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
აღნიშნული იდეის ინიციატორები ლუკ მესერი და კიდევ 17 რესპუბლიკელი კონგრესმენები არიან.
“ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის მსოფლიოში ტრამპის ლიდერობის პირდაპირი შედეგი“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლუკ მესერმა.

