განცხადებები

აშშ-ის მიერ საქართველოში სამხედრო წვრთნების შეჩერების ფაქტს თვდაცვის მინისტრი გამოეხმაურა

აშშ-ის მიერ საქართველოში სამხედრო წვრთნების შეჩერების ფაქტს თვდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა.

„მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, მათ შორის, სწავლებები, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ და ასევე ვემზადებით წვრთნებისთვის, რომელიც 2025 წელს გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მსგავსი პოსტები

სამოქალაქო ქარტია განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

«ეს იყო ჩვენი დიდი დოყლაპიობა… უნდა მოგვეკიდა ქეჩოში ხელი და გაგვეშვა ქვეყნიდან»-სააკაშვილი ბიძინაზე

Joni Kvaracxelia

ხვალიდან ავტოსარემონტო დაწესებულების მუშაობა და სამშენებლო საქმიანობა დასაშვები ხდება

დატოვე კომენტარი