ომი უკრაინაში

აშშ-ის თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი — თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედროებს გააგზავნის, ეს რუსეთის სასოწარკვეთაზე იმეტყველებს

თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედროებს გააგზავნის, ეს რუსეთის სასოწარკვეთაზე იმეტყველებს,- ამის შესახებ აშშ-ის თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, შონ სავეტმა განაცხადა.

სავეტის თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთში შეუერთდება, აშშ კონსულტაციებს გამართავს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან “ასეთი დრამატული ნაბიჯის” შედეგებზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი ასევე “იმეტყველებს რუსეთს მზარდ სასოწარკვეთაზე, ვინაიდან მას უკიდურესად დიდი დანაკარგები აქვს ბრძოლის ველზე უკრაინის წინააღმდეგ თავის სასტიკ ომში”.

“თუ რუსეთი მართლად იძულებული იქნება ადამიანური ძალისთვის ჩრდილოეთ კორეას მიმართოს, ეს კრემლის მხრიდან სასოწარკვეთის ნიშანი იქნება, და არა ძალის,” — განაცხადა სავეტმა.

ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნოემბრიდან შესაძლოა ბრძოლებში 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჩართოს. ჩრდილოკორეელი სამხედროების რუსეთში გადაყვანის შესახებ ასევე სამხრეთ კორეამაც განაცხადა
.

მსგავსი პოსტები

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებების გამოძიება დაიწყება

რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე ტარიფები დასავლეთმა მკვეთრად გაზარდა

რუსეთი უახლოეს თვეებში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება — პოლონეთის პრეზიდენტი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი