აშშ-ის მოქალაქეების უმეტესობა დახმარების სახით სახელმწიფოსგან 1200 დოლარს მიიღებს-2 ტრილიონი დოლარი ეკონომიკის სტიმულირებისთვის

0
290

აშშ-ის სენატმა  ეკონომიკის სტიმულირების გეგმა დაამტკიცა.  კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად აშშ-ი ორ ტრილიონ დოლარს გამოყოფს.

აშშ-ის ზრდასრული მოქალაქეების უმეტესობა დახმარების სახით სახელმწიფოსგან 1200 დოლარს მიიღებს. მთავრობა ასევე დაეხმარება დაზარალებულ ბიზნესს და სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს.

1200 დოლარს მიიღებენ მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 75 000 დოლარზე ნაკლებია.

შეგახსენებთ აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70 000-ს აღწევს. გარდაიცვალა 1000-ზე მეტი ადამიანი.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ