პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი რუსეთში — ლინი ტრეისი ტოვებს მოსკოვს

როგორც თავად აღნიშნა, იგი ამაყობს იმით, რომ ასეთ რთულ პერიოდში წარმოადგენდა საკუთარ ქვეყანას რუსეთში. ტრეისი, რომელიც 2023 წლის იანვრიდან მსახურობდა ელჩად, დაემშვიდობა მოსკოვს ალექსანდრე პუშკინის ცნობილი ლექსის — “ჩაადაევისადმი” — სტროფებით:

„სანამ ვიწვით თავისუფლებით,
სანამ გული ღირსებას ესწრაფვის,
მეგობარო, სამშობლოს მივუძღვნათ
სულიერი, მშვენიერი ზრახვები!“

ტრეისის თქმით, იგი შთაგონებული დარჩა იმ შეხვედრებით, რაც რუსეთის მოქალაქეებთან ჰქონდა — ადამიანებთან, რომლებიც უყვართ თავიანთი ქვეყანა და უკეთესი მომავლისთვის შრომობენ.

მისი თქმით, დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ გეგმავს, დატოვოს დიპლომატიური სამსახური და მეტი დრო გაატაროს ოჯახთან.

როგორც “Коммерсантъ”-ი იუწყება, ვაშინგტონმა მოსკოვს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, დაამტკიცოს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ლიბიის საკითხებში — რიჩარდ ნორლანდი — რუსეთის ახალი ელჩის პოსტზე. გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო, და დონალდ ტრამპის გუნდი არ გადახედა კანდიდატურას.

რიჩარდ ნორლანდს 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს დიპლომატიაში და ჯერ კიდევ 1980-იან წლებში მუშაობდა აშშ-ის საელჩოში სსრკ-ში.

მარტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი — ალექსანდრ დარჩიევი — დაინიშნა რუსეთის ელჩად აშშ-ში.

მსგავსი პოსტები

აშშ-ის 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დამტკიცდა, სადაც საქართველოსა და უკრაინისთვის გამოყოფილია სამხედრო დახამრებისთვის თანხები

“ოპოზიცია ორიენტირებულია პოპულიზმზე”- რატი იონათამიშვილი რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა

Joni Kvaracxelia

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 94-ე შეხვედრა გაიმართა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი