გუშინ ღამე, თბილისის აეროპორტში დაეშვა სპეცრეისი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში ქართველი სკოლის მოსწავლეები დაბრუნდნენ. 79 ქართველის გარდა, ბორტზე იმყოფებოდა სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვი, რომელთა ამერიკიდან წამოყვანა საქართველომ უზრუნველყო. ვარშინგტონი-დოჰა-თბილისი – სპეცრეისი შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებმა უზრუნველყო. მოსწავლეები სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილეები არიან, რომლებსაც სასწავლო პროცესი ნაადრევად, პანდემიის გამო შეუწყდათ.
Loading…
