აშშ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენანმა გააკეთა.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გამო. მათ შორის კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა, ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ყოფნის აკრძალვა. ოპოზიციონერი კანდიდატების დაშინება და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაკავებამ ჩრდილი მიაყენა პროცესს. ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
Loading…