უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება. გაფორმების ეკონომიკური ზონა — „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტოლის სამმართველოს მებაჟე ოფიცრების მიერ აღკვეთილ იქნა კრიმინალური ფაქტი.
როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, საქართველოს მოქალაქის — ა.ნ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული თანხა — 51 000 აშშ დოლარის (164 959.5 ლარი) ოდენობით.
Loading…