კრიმინალი

აღმაშენებლის გამზირზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა რ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ოკუპირებული გალის რაიონიდან რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს

იტალიაში 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გიორგი სანაიას ტრაგიკული ამბიდან 19 წელი გავიდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი