ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს:
,,აღარ შემოუშვათ ქაცარავა აქ” – ასე მიმართეს შს მინისტრს გიორგი გახარიას იმ ხურვალეთელებმა, რომლებიც დღეს მას შეხვდნენ. ქართლი.გე-ს შს მინისტრთან შეხვედრის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ესაუბრა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს ასევე ისიც უთხრეს, რომ სოფელში რაიმე ინციდენტის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას სწორედ მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას” წევრებს დააკისრებენ.
ხურვალეთლები ხვდებიან შს მინისტრს და რას ითხოვენ? ოკუპანტებისგან დაგვიცავითო კი არა, ან კი არ აქებენ, კარგად გვიცავთო – ქაცარავა არ გააჭაჭანოთო…
ჩემი გჯერა? -წერს ლაშა ბერულავა.
loading…