აღარ უნდა დაფიქრდეთ ძირეულ მიზეზებზე ბოლოსდაბოლოს?

0
898

რაც უფრო ღარიბია საქართველოს მოსახლეობა მით უფრო ადვილად გამოსდის კრემლს თავისი სატელიტების მეშვეობით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, ხელისუფლებასაც ადვილად გადაქვს ყურადღება თავისი მთავარი ვალდებულებისგან, უზრუნველყოს
ეკონომიკური განვითარება. ოკუპაცია ფრიად მომგებიანი თემაა ეკონომიკური პრობლემები ოკუპაციას რომ გადააბრალო. ოპოზიციური პარტიებიც ან ბრიყვულად ან შეგნებულად არიან აყოლილი ასეთ ნარატივს და ოკუპანტის წინააღმდეგ ცდილობენ აქტიურობას და გაერთიანებას.
არადა პრობლემის სათავე არის სწორედ ეკონომიკური პრობლემები და გამოკითხვებიც ამას ადასტურებს. პოლიტელიტები კი ჯიუტად თავს ახვევენ საზოგადოებას არიქა რუსი მოდისო.
სრულიად მართალია ქართველი ხალხი სოციალურ პრობლემებს რომ აყენებს პირველ ადგილზე და არა ოკუპაციას. აღშფოთებები ამას არ უშველის, რადგან თუ იქნება სამუშაო ადგილები, თუ იქნება ნორმალური კონკურენტული ეკონომიკური გარემო რუსეთისკენ არც არავინ გაიხედავს და საქართველოს გამთლიანებასაც ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ. ამჯერად კი პატრიოტულად განწყობილებიც კი ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობენ და თან ხალხს აბრალებენ გაუნათლებლობას და სიბნელეს.
აღარ უნდა დაფიქრდეთ ძირეულ მიზეზებზე ბოლოსდაბოლოს?
მდიდრებსაც პრობლემები აქვთ უკვე მათივე უნიათოობისა და სიხარბის გამო. აღიარა მამუკა ხაზარაძემ ბიზნესები ისე აღარ უნდა მოვგუდოთ როგორც აქამდეო. აღიარა პატრიარქმა ვერაა კარგად საქმეო.
მოსკოვის მთელი პოლიტიკის დაფარული არსი და რეალური მიზანი არის იაფი მოგებისა და დაუმსახურებელი სიმდიდრეების მიღება სხვა ერების ხარჯზე, სწორედ ამის გამო იგონებს მითებს, იტყუება, კლავს და ხოცავს, არ არსებობს დანაშაული რაზეც არ წავა მოგების მიღების გამო, ჰოდა მოსკოვის მაგვარად თუ გინდათ ამ ხალხის ყვლეფა საქართველოს პოლიტიკოსებო, იმავე «შავ ხვრელში» აღმოჩნდებით რომლისკენაც რუსეთი მიექანება, როგორც ეს თავად დუგინმა აღიარა.

თეიმურაზ ზაქრაძე

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ