სხვადასხვა

«აქ, ჰოლივუდში ერთი ზედმეტი ნათურაც კი არ ანთებულა, მაგრამ საახალწლო განათებებზე თბილისი უფრო იხარჯება რატომღაც»

«ყოველ დღე ვუყურებ თქვენს სთორებში და პოსტებში საახალწლოდ მორთულ თბილისს. უდაოდ ლამაზი და ზღაპრულად მშვენიერია, თუმცა…

აქ, ჰოლივუდში ერთი ზედმეტი ნათურაც კი არ ანთებულა, (მაღაზიის ვიტრინებს თუ არ ჩავთვლით) არადა ჰოლივუდია, პომპეზურობის ცენტრი უნდა იყოს წესით.

უფრო მეტიც, დღეს ბევერლი ჰილსში ვიყავი. ბევერლი ჰილსი იცით რა უბანია? სახლების ფასი 2 მილიონიდან რომ იწყება და 150 მილიონამდე ადის, ფერარები ისეთივე სიხშირით რო დადიან როგორც თბილისში BMW-ები და ყოველ მეორე ქალს ჰერმესის ორიგინალი ჩანთა რო უჭირავს ხელში. ყოველვიურად ათასობით დოლარს იხდიან ბევერლი ჰილსელები ქალაქის ბიუჯეტში მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სახლი ამ უბანში დგას, მაგრამ საახალწლო განათებებით არც მაგათთვის მოუკლავს თავი ქალაქის ხელმძღვანელობას. ამ ცაში გამოკიდებულ თოვლის ბაბუას თუ არ ჩავთვლით, როგორიც იყო ისევ ისეთია ბევერლი დრაივი.

ლოს ანჟელესის წლიური ბიუჯეტი არის 10.5 მილიარდი დოლარი ანუ 33.9 მილიარდი ლარი, თბილისის კი 1.02 მილიარდი ლარი, მაგრამ საახალწლო განათებებზე თბილისი უფრო იხარჯება რატომღაც.

სამაგიეროდ, ლოქდაუნი გამოცხადდა თუ არა სამსახურ დაკარგულ ხალხს ისეთ კომპენსაციებს უხდიდა კალიფორნიის შტატი, რომ ჩემ გარშემო ბევრმა თქვა სულ სახლში ვიჯდები დიდი სიამოვნებით, ხელფასზე მეტი შემოსავალი ახლა მაქვსო.

დედაქალაქის ბიუჯეტი ინსტაგრამ სთორების გალამაზებაზე არ უნდა იხარჯებოდეს მაშინ როცა ხალხი მშიერია!»-აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ლელ შერაზადიშვილი აქვეყნებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

12 ჯარისკაცი დაშავდა-ავტოავარია შეკვეთილში (ვიდეო)

საქართველოში ამინდი გაუარესდება

roma sajaia

«პატრიოტთა ალიანსი» მოსკოვში სერგეი გავრილოვს შეხვდება

დატოვე კომენტარი