სოცქსელი

«აქ ,,წარმატებით,, მოქმედებს ე.წ. РУССКИЙ ДОМ»

მთელ მსოფლიოში პანტა-პუნტით იხურება ე.წ. რუსული კულტურის ცენტრები, სინამდვილეში რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტურები. ამ დროს რა ხდება საქართველოში? აქ ,,წარმატებით,, მოქმედებს ე.წ. РУССКИЙ ДОМ, რომელიც აგრეთვე არის რუსეთის საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი ცენტრი და შტაბ-ბინა და ჰოი საოცრებავ ამ ე.წ. РУССКИЙ ДОМ-ს ნაწილობრივ და ძალიან მნიშვნელოვნად ქართუ ბანკი აფინანსებს. ინფორმაციისათვის მინდა გითხრათ, რომ ე.წ. РУССКИЙ ДОМ და მისი ხელმძღვანელობა აგროვებენ ინფორმაციებს მაგალითად იმის თაობაზე თუ სად და როგორ შეიძინონ რუსეთის მოქალაქეებმა ხელსაყრელად და უპრობლემოდ საქართველოში უძრავი ქონება და დაირეგისტრირონ. სწორედ ამის აღსაკვეთად მე როგორც იცით შევიტანე 2021 13 ოქტომბერს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც შესაბამისი პროცედურების პარლამენტში გავლის შემდგომ გახდებოდა კანონი და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ საქართველოში უძრავი ქონების დარეგისტრირება. ეს პროცედურები ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადადო და ბოლოს საერთოდ მიაგდო ჩემი ინფორმაციით ივანიშვილთან კონსულტაციის მერე. ამის მერე მე მივმართე პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებს მოთხოვნით გაეწიათ ლობირება ამ საკანონმდებლო წინადადებისათვის. მიუხედავად მცდელობისა ეს პიროვნებები არ იმჩნევდნენ აღნიშნულს და ახლა როცა ასეთი შეზღუდვა კანადამ დააწესა აქაც ირიბად ალაპარაკდნენ, მაგრამ სერიოზულად ფეხს ითრევენ საქართველოში ამ კანონის შემოღების მხარდაჭერისაგან აქაოდა რუსეთში ბევრია ქართველი და დაიჩაგრებიანო. მინდა განვმარტო შემდეგი:

  1. რუსეთში მაცხოვრებელ ქართველს ვინც პუტინის პოლიტიკას მხარს უჭერს მე არ განვიხილავ ქართველად;

2. რუსეთში ძალიან ბევრია მათ შორის ჩემი ახლობლებიც რომლებიც ცხოვრების უკუღმართობამ იქით გადაისროლა მაგრამ ბმა საქართველოსთან არ შეუწყვეტიათ და ასეთ ადამიანებს ან უკვე შეძენილი აქვთ საქართველოში უძრავი ქონება ან თუ მომავალში დააპირებენ ვიღაცა ახლობელი ჰყავთ ვიზედაც თავისუფლად დაარეგისტრირებენ ქონებას, ამიტომ ეს მიზეზი არის ხელოვნურად ჩემთვის გაუგებარი მოტივაცია ოპოზიციის მხრიდან აღნიშნულის იგნორირებისა…რაც ეხება ხელისუფლებას ხელისუფლება საქართველოში საამშენებლო ბიზნესის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს ამიტომ ის დაინტერესებულია იმით რომ მოიზიდოს რუსული ფული რომელიც ძირგამომთხრელია საქართველოს უსაფრთხოებისათვის

მამუკა გვაძაბია — დამოუკიდებელი ექსპერტი

თბილისი 08.04. 2022 

Loading…

მსგავსი პოსტები

«მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა…»-შალვა ნათელაშვილი

Joni Kvaracxelia

«მესამე პრეზიდენტს შეწყალება არ სჭირდება ის პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტად თვლის თავს და არა სისხლის სამართლის»

Joni Kvaracxelia

«ყველას დაგასკლინტათ ჩიტმა ვისთვისაც მიშა გიჟია და ბიძინა ნორმალური“- ნანუკა ჟორჟოლიანი.

დატოვე კომენტარი