მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შვილთან ერთად გუმათში ჩავიდა, სადაც «ნამახვანჰესის: მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს რკინის ბარიკადები ერთმანეთისგან ჰყოფს.
«აქ არის აბსოლუტურად ხელოვნური საზღვარი, არაკონსტიტუციური. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, გადავადგილდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე. ვერ მეტყვით ერთ მუხლს, თუ რატომ დგახართ აქ. სამწუხაროდ, პოლიციას ავიწყდება, რომ დაქირავებულია ქართველი ხალხის მიერ. აბსოლუტური ფანტასმაგორიაა, რაც თქვა დღეს კომპანია „ენკას“ დირექტორმა, თოთქოს აქ ხალხი უნდა მოვიდეს და დაათვალიეროს. მინდა, დავათვალიერო და ვინმე მიშვებს? აქ არის შექმნილი საოკუპაციო ხაზი იმ ჩინოვნიკების მიერ, რომელთაც იმის ვაჟკაცობაც არ აქვთ, აქ იდგნენ»-განაცხადა დოლიძემ
Loading…