სკანდალი

აქციის დარბევის ბრალდებით დაკავებული 3-ვე სპეცრაზმელი სახლშია, ანტისაოკუპაციო მიტინგის ბრალდებული მონაწილეების დიდი ნაწილი, 14 ადამიანი — ისევ ციხეში

«ბრალდებული სპეცრაზმელი, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეს მძიმე დაზიანებები მიაყენა, სასამართლო სხდომებზე სახლიდან მიდის, თავად დაზარალებული კი ამ დრომდე ციხეშია.”

ოფიციალური ვერსიით, აქციის მონაწილეების ცემასა და წამებაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, ლევან იმერლიშვილს ციხის კარი — ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გაუღეს, თუმცა რა ჭირს იმერლიშვილს, ამას ვერც ბრალდებული სპეცრაზმელი და ვერც მისი ინტერესების დამცველი ვერ აკონკრეტებენ.

პროკურატურას ამ საქმეში ორმაგი სტანდარტი აქვს: სპეცრაზმელების შემთხვევაში — მოწმეებზე ზემოქმედების რისკებს ვერ ხედავს, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილს შვილებთან სატელეფონო კომუნიკაცია იმის გამო აუკრძალა, რომ ციხიდან მოწმეებს ჩვენებებს შეაცვლევინებსო.

აქციის დარბევის ბრალდებით დაკავებული 3-ვე სპეცრაზმელი სახლშია, ანტისაოკუპაციო მიტინგის ბრალდებული მონაწილეების დიდი ნაწილი, 14 ადამიანი — ისევ ციხეში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დავით საგანელიძის თვიური ანაზღაურება 21 ათას ლარს შეადგენს

Joni Kvaracxelia

იულია სუსლიაკი კვლავ დააკავეს

Joni Kvaracxelia

სკანდალი: საქართველოს აფთიაქებში ვადაგასულ მედიკამენტებს ყიდიან? (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი