ანალიტიკაპუბლიკაციები

აქცია, სახეები 6. აგვისტოს ომი

ანტისაოკუპაციო აქციის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი –განსხვავებული ასაკისა და შეხედულებების ადამიანები ერთად დგომას ვსწავლობთ!
სხვისი აზრის გაზიარება ვიწრო პარტიულ თუ ჯგუფობრივ ჩარჩოებს შლის – დამოუკიდებელი მეპროტესტე ინდივიდი ხდები. ასეთი ერთობა კი საფუძველს უყრის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც მომავალში ავტორიტარიზმის შესაძლებლობას საბოლოოდ გამორიცხავს. აი, ეს გახლავთ მთავარი!
მოკლედ, უკან გადაიწია ბელადის ძალაუფლების მაცოცხლებელმა დაყოფამ – ,,ნაცი“, ,,ქოცი“ და ,,შუაშისტი“. მხოლოდ ერთი სამოქმედო გეგმის გარშემო არის თანხმობა: ,,დღეს ორი დაპირისპირებული მხარეა: ის – ხეპრე დიქტატორი და ჩვენ – ხალხი; ძალა ერთობაშია!“ – მორჩა!

https://www.facebook.com/odilavadze/videos/10216036138509492/

აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი – მეტი ყურადღება შეკვეთლის აქციის თანამებრძოლებს! ისინი მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ბელადის პარანოისა და დევნის მანიის მუდმივი შიშებით კვებას. ჩემი აზრით, არ იქნება ურიგო მათთან ჩასვლა და გამხნევება ან, პირიქით, მათი თბილისში მოწვევა – ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ერთობის განცდას.
ამასთან დაკავშირებით, ერთმა მეგობარმა იხუმრა კიდეც: ,,ივანიშვილმა შეკვეთილის სახლთან მისასვლელი გზის შეძენასთან ერთად, ბარემ პარლამენტის წინ კიბეებიც იყიდოს – ისიც მოისვენებს და ჩვენცო“.
მოგეხსენებათ, გუშინ ,,აგვისტოს ომის“ დაწყების დღე იყო – 7 აგვისტო…
მეტად სასიხარულო გახლდათ აქციის ერთიანი პატრიოტული სულისკვეთება. ,,ბოლო ჟამით“ გაბოროტებული ბელადის მარიონეტებისგან განსხვავებით, გამომსვლელებმა ჯანსაღად შეაფასეს რუსეთის აგრესია. აღინიშნა, რომ იყო შეცდომებიც, რაც გარდაუვალი იყო, მაგრამ ეს ჩვენი ომია და ის უნდა მოვიგოთ!..
მიტინგის დასასრულს წაიკითხეს ყველა გარდაცვლილის, როგორც სამხედროების, ასევე სამოქალაქო პირების სახელები და გვარები. ბევრი გვარი მრავალგზის მეორდებოდა – ერთი ოჯახის შვილების…
იყო წუთიერი დუმილით პატივის მიგება და ჰიმნი, იყო სტუმრის მიერ შესრულებული ,,ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო, არ გავახაროთ მტერიო“ და ჩვენი ტაში, იყო განათებული ღამე და ესოდენ მონატრებული ერთობა – ბევრი რამ იყო!
ბოლოს კი აგრესორის მიერ მოკლული 412 ადამიანის სახელზე ცაში აიჭრა 412 ფერადი ბუშტი…
დიდება გმირებს, დიდება!

ზურა ოდილავაძე
ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდა

Joni Kvaracxelia

«ეს ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტის და უვიცობის გამო სხედან ციხეში!» — სერგი კაპანაძე

«მეოცნებეებს, ბევრ მათგანს რეალურად სწამდა და სწამს, რომ ოლიგარქი დემოკრატიას დაამყარებდა…»

დატოვე კომენტარი