ეპიგრამამ -«აფხაზი არის ქართველი» ერთი ამბავი გამახსენა: მოგეხსენებათ რომ დიმიტრი გულია არის ის კაცი, რომელმაც განსაკუთებული როლი ითამაშა აფხაზური სეპარატიზმის გაღვივებაში. მან შეუქმნა აფხაზებს ანბანი, იგი გამალებით ებრძოდა აფხაზეთში ყველაფერ ქართულს, იგი გახლდათ მედროშე «აფხაზთა» და «ქართველთა» დაშორიშორების საქმეში, იგი გახლდათ კრემლის ფავორიტი და სარგებლობდა განუსაზღვრელი ავტორიტეტით. ერთი სიტყვით იგი აფხაზი სეპრატისტებისთვის ილიაც იყო და მოსეც. ასე განვლო მისმა ცხოვრებამ და რომ სიკვდილის ჟამი დაუდგა მოითხოვა ფურცელი და კალამი, სადაც დიდი გაჭირვებით გამოიყვანა შემდეგი წინადადება, წინადადება რომელიც თავდაყირა აყენებდა მთელ მისი ცხოვრების კრედოს და აფხაზების როგორც ქართველებისგან განსხვავებულ ნაციის კონცეფციას. ერთი სიტყვით რომ არ დაგღალოთ ცნობისმოყვარეობის ცეცხლით შენთებული, გეტყვით, ფურცელზე ეწერა შემდეგი:-«აფხაზი არის ქართველი!» ეს იყო ბომბი, მე არვიცი რა ბედი ეწია ამ ნაწერს მაგრამ გეტყვით საიდან ვიცი იგი. მთელმა საქართველომ იცის და იცნობს ბათუმის თეატრის მსახიობს ბატონ მანუჩარ შერვაშიძეს, რომელიც აფხაზ მთავართა შთამომავალია და ახლა 90 წელსაა გადაცილებული და ახლაც როგორც მითხრეს მხნედ გამოიყურება და შესანიშნავად აზროვნებს და არც მეხსიერებას უჩივის. ჰოდა ბატონმა მანუჩარმა ერთ მშვენიერ დღეს დაწვრილებით მოჰყვა ეს ისტორია, საუბარს ესწრებოდა გამოჩენილი მსახიობი ბატონი ზურაბ ცინცქილაძე. დავამატებ ერთსაც იგი, როგორც გავიგე ამ ამბავს საიდუმლოდ სულაც არ ინახავდა, მაგრამ რატომღაც მიყურადებული გახლდათ ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი. ვფიქრობ ღირს ამ ამბით დაინტერესება, რატომ? ამას ვფიქრობ კითხვა არ უნდა! სურათზე: ბატონი მანუჩარ შერვაშიძე, თქვენი მონა-მორჩილი და ბატონი ზურაბ ცინცქილაძე