განცხადებები

«აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესია და სამრევლოს წინამძღვარი სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციას უნდა დაექვემდებაროს»-სალომე ზურაბიშვილი გარეგინ მეორეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს, მის უწმინდესობა გარეგინ მეორეს მოსთხოვა, აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესია და სამრევლოს წინამძღვარი სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციას დაექვემდებაროს.

„ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ საქართველოს პატრიარქისგან, ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში. ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მიტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე. უფრო სასურველი იქნება, დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ“, – განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა გარეგინ მეორესთან შეხვედრაზე.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

სად წავა ბადრი ესებუა-დღეს არა ხვალ დავაკავებთ — ვახტანგ გომელაური

მმართველი პარტია ცდილობს მოატყუოს როგორც ოპოზიციის ლიდერები ასევე მთელი საზოგადოება — დავით ბაქრაძე

შსს-ს სანაპირო დაცვის და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

დატოვე კომენტარი