ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ცნობას ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი ონლაინ მედია ავრცელებს. შეგახსენებთ რომ ახალი შემთხვევა გაგრაში დაფიქსირებულ წინა 2 შემთხვევასთანაა კავშირში. ინფიცირებული მამაკაცი 1925 წელსაა დაბადებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის დონეზე ფასდება. მამაკაცი ამ მომენტისთვის იმყოფება თვითიზოლაციაში და სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ.
Loading…
