ოკუპაცია/დევნილები

აფხაზეთმა მიიღო ოფიციალური წინადადება იემენისგან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და ურთიერთაღიარების შესახებ.

ამის შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბაგრატ ხუტაბამ საინფორმაციო სააგენტო «აიაშარას» განუცხადა.
აიაშარა
დიპლომატის თქმით, აფხაზეთი დიდი ინტერესით ეპყრობა იემენის რესპუბლიკას და მადლიერია ასეთი შეთავაზებისთვის.
„ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს იემენის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სირიის არაბთა რესპუბლიკაში. ჩვენ უშუალოდ ვიცით, რომ იქ ახლა რთული ვითარებაა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ იემენში ვითარება დასტაბილურდება და ის მშვიდობიან კურსს დაუბრუნდება“, — განაცხადა სირიაში აფხაზეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
როგორც კი იემენში სიტუაცია შეიცვლება და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების სამართლებრივი ბაზის შემუშავების პროცესი დაიწყება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების საკითხზე არა მხოლოდ იემენთან, არამედ სხვა სახელმწიფოებთანაც. ეს არის ჩვენი მოვალეობა, ეს არის ჩვენი მიზანი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ. იმის საპირისპიროდ, რასაც ზოგიერთი დასავლური ქვეყანა ფიქრობს, რაც გულისხმობს საქართველოს ერთგვარ ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას აფხაზეთის რესპუბლიკის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შესვლის საკითხზე“, — განაცხადა ბაგრატ ხუტაბამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი კომადან გამოვიდა

«ოქროს საწმისის» დევნილთა საგანგაშო მდგომარეობა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი