ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიენ მორი პასკიემ საქართველოს “პირველ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ პოზიცია უცვლელია და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„საქართველოს მიმართ ჩვენი პოზიცია ნათელია – ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას და ძალიან გვაღელვებს ეს ფაქტი. ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ძირითადად ვეყრდნობით ხოლმე გენერალური მდივნის ანგარიშს, რომელიც გვაძლევს სრულ ინფორმაციას საქართველოს თაობაზე. არსებობს შემაშფოთებელი ფაქტები და ეს ძალიან გვაღელვებს. ჩვენი შესაძლებლობები ამ თემებზე რეაგირებისთვის შედარებით შეზღუდულია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ურთიერთობები გამყარდეს ხალხებს შორის, ვგულისხმობ ხალხთა შორის დიალოგს. უნდა აღდგეს და გამყარდეს ნდობა. კონტაქტები ადამიანებს შორის არის ის, რაც მიგვიყვანს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე. სიტუაცია ნამდვილად რთულია, მაგრამ სწორედ ნდობის აღდგენა შეიძლება იყოს გამოსავალი. ხალხისთვის, რომლიც იქ ცხოვრობს, ვითარება ნამდვილად საშიშია. საქართველოს ხელისუფლება, ჩემი აზრით, ბევრ რამეს აკეთებს იმისათვის, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესდეს, რათა იქ ადამიანებს ცხოვრება გაუადვილდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯია“, -განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ
