აფხაზეთის ხელისუფლება, რომ საკუთარი ფუფუბენისთვის დევნილის ფულებს დაუზოგავად ხარჯავს არახალი ფაქტია. მორიგი ხარჯებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება აფხაზთა კრების ლიდერი მალხაზ პატარაია:
«ამას წინათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიაში აფხაზეთის მთავრობის ანგარიშის წარდგენისას ვახტანგ ყოლბაიას ასეთი კითხვა დავუსვით: როდის წახვალთ? ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარემ წარბშეუხრელად განაცხადა: ვიქნებით, სანამ უკანასკნელი დეპუტატი ცოცხალი იქნება!»
ასევე ის აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან დასქრინულ ინფორმაციას, სადაც ნათლად ჩანს აფხაზეთის ხელისუფალთა «გმირული» ქმედებანი დევნილების ხარჯზე.
«სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ვიპოვეთ მეტად საინტერესო ინფორმაცია, რომელიც, ვფიქრობ, ამ საქმეს პირდაპირდაპირ უკავშირდება. შარშან ჩვენს ,,მავზოლეუმს“-აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შეუსყიდია მე-3 კლასის მაღალი გამავლობის 2 ცინცხალი მსუბუქი ავტომანქანა (ჯიპი) საერთო ღირებულებით 109 500 ლარი (დღგ-ს გარეშე) და ასევე ახალი მსუბუქი ავტომანქანა ,,სედანი“ ღირებულებით 41 650 ლარი (დღგ-ს გარეშე).
მათთვის უსვრია ,,ავრორას“! სად წავლენ? ზუსტად იმის ჩიტები არიან, რომ წავიდნენ. ჩვენ ვიკითხოთ თორემ, მათ რა უჭირთ? იქნებიან და იქნებიან ასე მაღალგანმავლობიანი ჩვენს ხარჯზე.» — წერს პატარაია.