აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მავნებლური პოლიტიკა

0
88

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა დევნილთა შესახებ კანონში დამატების სახით. ისინი ახალი 23 პრიმა მუხლით გვთავაზობენ ბინის მიღების უფლება აეკრძალოს ბავშვებს — 2023 წლის 1 იანვრისთვის 58 447 არასრულწლოვანს და ამ თარიღის შემდეგ დაბადებულებს. მომხსენებლად ამ საქმეში გამორჩეული და გამობრძმედილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დაუნიშნავთ.
აი რას წერენ განმარტებით ბარათში:
«კანონპროექტით გათვალისწინებული ჩამკეტი მექანიზმის მიხედვით პოტენციურად ინდივიდუალურ გრძელვადიან განსახლებას არ დაექვემდებარება 58 447 დევნილი პირი, რომელიც სააგენტოს ბაზის მიხედვით ამ ეტაპზე არ არიან დაკმაყოფილებულები გრძელვადიანი საცხოვრებლით და ამავდროულად 2023 წლის 1 იანვრისთვის იქნებიან არასრულწლოვანები. ამავდროულად დღეს არსებული შობადობის სტატისტიკის მიხედვით თვეში საშუალოდ იბადება პოტენციური დევნილის სტატუსის მიმღები 350 ბავშვი, რის მიხედვითაც 2023 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებული პირები, რომლებზეც არ გავრცელდება სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება იქნება წელიწადში 4 200 პოტენციურად ახალი დევნილი პირი».
იმედია ამ მავნებლობას პარლამენტი არ მიიღებს.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ