არჩევნებიოკუპაცია/დევნილები

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონპროექტის განხილვა

22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა ,,ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციებისა და პლატფორმა ,,აფხაზთა კრების“ სპეციალური ფორმატის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ერთობლივად მოზადებული კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ. სხდომაზე შეჯერდა მისი საბოლოო ტექსტი გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით. პროექტის მიხედვით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, მასში მონაწილეობის უფლება ექნებათ როგორც დევნილებს, ისე აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა განსაზღვრულია პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 30 წევრით, რომელთა არჩევისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება უმაღლესი საბჭოს დღევანდელ შემადგენლობას. კანონპროექტი უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს პარლამენტს განსახილველად. მხარები შეთანხმდნენ, რომ მორიგი სხდომა გაიმართება ნოემბრის პირველ ნახევარში, სადაც განიხილება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული დევნილთა საკუთრების რეგისტრაციის პრობლემები და შემუშავებულ იქნება შესაბამისი სამოქმედო წინადადებები.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს შეუერთდა

Joni Kvaracxelia

რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში?-Edison Research-ის გამოკითვა

დღე 59-ე. პირდაპირი ჩართვა რუსთაველის გამზირიდან

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი